„ქართული ოცნება“ პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციებს გამართავს. ამ მიზნით 10:00 საათზე „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება, 10:30 საათზე კი პოლიტიკური საბჭოს სხდომაა ჩანიშნული.
მათივე განმარტებით, განცხადება 11:00 საათზე გაკეთდება.
ცნობისთვის, პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს დაინიშნა. პრეზიდენტის ინაუგურაცია არჩევნების მესამე კვირა დღეს - 29 დეკემბერს გაიმართება.