„სილქნეტის“ მომხმარებელთა ნაწილს ინტერნეტი არ მიეწოდება

2024-11-24 15:03:36

„სილქნეტის“ მომხმარებელთა ნაწილს ინტერნეტი არ მიეწოდება.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კომპანიაში უთხრეს, რომ ამ დროისთვის არ იციან, რა არის შეფერხების მიზეზი.

მათივე ცნობით, ამუშავებულია ცხელი ხაზი.

"პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობენ. ცხელი ხაზი ამუშავდა, სიახლე რაც გვაქვს ამ ეტაპზე. ნაწილს არ მიეწოდება. ზოგან არც გათიშულა, ზოგან აღდგა, პროცესშია",- განგვიცხადეს სილქნეტში.