რუსთაველი მოკრივე, ლაშა გურული პროფესიონალურ კრივში იასპარეზებს.
როგორც გურულმა საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადა, პროფესიონალურ კრივში მისი დებიუტი 2025 წელს თებერვალში ან მარტში შედგება.
"მოვაწერე პროფესიონალურ კონტრაქტს ხელი, ჯერ მხოლოდ მენეჯერთან. 2025 წლიდან უკვე ველოდებით დებიუტს, სავარაუდოდ, თებერვალში ან მარტში. ვუმიზნებთ დუბაის ერთ-ერთ ორგანიზაციას და შემდეგ უკვე პირველი 3-4 ბრძოლის შემდეგ გვეცოდინება, რომელ ორგანიზაციასთან მოვაწერთ ხელს. ჯერ უბრალოდ მენეჯერთან მაქვს მოწერილი ხელი.
პარალელურად ისევ ოლიმპიურ კრივში შევძლებ წელიწადში ერთ შეჯიბრზე, მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას, მერე 2026 ევროპაზე, 2027-ში ისევ მსოფლიოზე და 2028 წელს ოლიმპიურ თამაშებზე.
ჩვენი გეგმაა, რომ პროფესიონალურ კრივში გავხდეთ მსოფლიო ჩემპიონი და თან ოლიმპიურ თამაშებზე მოვიპოვოთ ოლიმპიური მედალი",- განგვიცხადა გურულმა.