თბილისის აეროპორტმა ნისლის გამო რეისების ნაწილი ვერ მიიღო

2024-11-24 11:58:46

ღამით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისების ნაწილი ვერ შესრულდა.

მიზეზი ძლიერი ნისლი იყო.

როგორც აეროპორტის მმართველ კომპანია "ტავ ჯორჯიაში" აცხადებენ, ამ დროისთვის ყველა რეისი შეუფერხებლად სრულდება.

"მხოლოდ თურქულმა "აჯეტმა" მოახერხა დაჯდომა, დანარჩენი რეისები გადამისამართდა სადათარიგო აეროპორტებში - ტრაპზონში, ბაქოსა და ერევანში. ახლა ჩვეულ რეჟიმში მუშაობს აეროპორტი",- ამბობენ კომპანიაში.