პოლონეთში ველოსიპედების ქურდობისთვის 21 წლის ქართველი დააკავეს

2024-11-21 17:31:55

ვროცლავში 21 წლის ქართველი კაცი დააკავეს.

ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, ახალგაზრდა ქართველმა 3 ველოსიპედი მოიპარა.
დაკითხვის დროს ქართველმა ერთი ველოსიპედის წაღება დაადასტურა, თუმცა დანარჩენი ორი ვერ გაიხსენა.

პოლონური მედიის ცნობით, კაცს წარსულში სხვა კრიმინალური დანაშაულიც აქვს ჩადენილი. ველოსიპედების ქურდობისთვის კი 5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.