ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც მეორე ღამეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სპეც დანიშნულების რაზმია მობოლიზებული.
სამართალდამცავებთან ერთად, ტერიტორიაზე უკვე გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანები და მძიმე ტექნიკა.
პოლიციელები აქციის მონაწილეებს დაშლის შესახებ აფრთხილებენ. რამდენიმე პოლიციელი ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა და აქციის მოსალოდნელი დაშლის შესახებ გაფრთხილება მისცა.