წყნეთის პოლიციის თანამშრომელს ვეძისში საკუთარ სახლთან გვიან ღამით ესროლეს.
დაჭრილი ახლა კლინიკაში იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თბილისში პოლიციელის დაჭრასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს.