რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ რუსთავში ახალგაზრდა გოგოს დაჭრის საქმეზე [video]

2024-11-16 19:11:09

რუსთავის სასამართომ თანატოლის დაჭრაში ბრალდებულ 18 წლის გოგონას სასამართლომ 4000-ლარიანი გირაო შეუფარდა. [ვიდეო/video]

აღნიშნილი გადაწყვეტილება მოსამართლე მაია შოშიაშვილმა მიიღო.

როგორც ბრალდებულის ადვოკატმა, ნიკა გუჯაბიძემ განაცხადა, სახელმწიფო ბრალდებას არ ჰქონდა საქმეში ქარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები, რაც პირის დამნაშავეობას დაადასტურებდა.

"გაიმართა პირველი წაარდგენის სხდომა დასაცავი პირის მიმართ. სახელმწიფო ბრალდებას ჰქონდა მოთხოვნილი აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა, დაცვის მხარემ კი ვიშუამდგომლეთ გირაო და  სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა.

სახელმწიფო ბრალმდებელი არის ვალდებული, რომ წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, რაც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, დასაცავი პირის დამნაშავეობას დაადასტურებდა. ამ შემთხვევაში, მტკიცებულებები საკმარისად წარმოდგენილი არ ჰქონდათ.

ამ ეტაპისათვის, დასაცავი პირი იყენებს დუმილის უფლება. თუკი სახელმწიფო ბრალმდებელი დამატებით რამეს წარმოადგენს, წარმოადგენს, თუ არადა დაცვის მხარეც, რა თქმა უნდა, აქტიურად შევეცდებით წარმოვადგინოთ შესაბამისი მტკიცებულებები, რაც გამოიწვევს დასაცავი პირის გამართლებას", - აცხადებს ნიკა გუჯაბიძე.

შეგახსენებთ, რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში თანატოლ გოგონებს შორის დაწყებული კამათი დაჭრით დასრულდა.