როგორი ამინდები იქნება უახლოეს დღეებში

2024-11-13 10:52:56

13  ნოემბერს, ოთხშაბათს დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი, აღმოსავლეთში კი ნისლი და წვიმაა მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი  10-15მ/წმ, დღისით ზოგან  შესაძლებელია  ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში +17, +22°; მთაში +15, +20°; მაღალმთაში +13, +18°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან წვიმა, მთაში თოვლჭყაპი და ნისლი. აღმოსავლეთის  ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში  +7, +12; მთაში +7, +12°; მაღალმთაში +1, +6, ზოგან +12°-მდე.