1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7329 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7329 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7288 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0041 ლარი შეადგინა.
რუსთავის სავალუტო ჯიხურებში 1 ამერიკულ დოლარს 2,75 შეიძენთ, ხოლო გაყიდვას 2,73 ლარად შეზლებთ.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9018 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9138 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0120 ლარი შეადგინა.