იტალიაში, ტანსაცმლის ქურდობისთვის ძებნილი ქართველი დააკავეს

2024-11-03 11:39:52

იტალიაში, პოტენცას პროვინციაში, ქურდობისთვის ძებნილი, 38 წლის ქართველი დააკავეს.

ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, კაცს ძვირადღირებული ტანსაცმლის მოპარვა ედება ბრალად.

დანაშაული მიმდინარე წლის თებერვალში მოხდა და ამ დრომდე ქართველზე ძებნა იყო გამოცხადებული.

მას ამ ეტაპზე შინაპატიმრობა აქვს შეფარდებული.