ნეაპოლში ტანსაცმლის ქურდობისთვის ქართველი კაცი დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, 31 წლის ქართველმა, რომელიც ნეაპოლში არალეგალურად იმყოფებოდა, ერთ-ერთი მაღაზიიდან ტანსაცმელი მოიპარა.
ფაქტი მაღაზიის დაცვის თანამშრომელმა დააფიქსირა და ახალგაზრდა ქართველს აედევნა.
სამართალდამცავებმა ქართველი დააკავეს.