"ინფო რუსთავი" მედია განვითარების გაცვლით პროგრამაში

2018-01-06 17:53:49

აშშ-ში კალიფორნიის შტატში ქართველი ჟურნალისტებისთვის მედია განვითარების გაცვლითი პროგრამა იმართება. აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით 20 ჟურნალისტი სილიკონ ველის მედია ორგანიზაციებს ესტუმრებიან, სან ხოსეს უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლაში კი პრაქტიკულ ტრენინგებს გაივლიან და პროფესიულ ცოდნას აიმაღლებენ. პროგრამაში ბეჭდურ, ონლაინ, რადიო და სატელევიზიო არხის ჟურნალისტები მონაწილეობენ. (გაგრძელება იხილეთ ქვემოთ)


კონკურსში 300 მდე აპლიკანტი მონაწილეობდა, აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებმა და პროექტის ორგანიზატორებმა 20 ჟურნალისტი შეარჩიეს, მათ შორის არის "ინფო რუსთავი"-ს ჟურნალისტი ირმა კურტანიძე. შერჩეული ჟურნალისტები შტატებს ორ ეტაპად ეწვევიან, ისინი დაათვალიერებენ, გუგლის, ფეისბუქის და რამდენიმე დიდი მედია გამომცემლის ოფისს, ასევე დაესწრებიან სალექციო კურსებს.