რუსთავი-თბილისის ახალი ავტობუსები მგზავრებს ხვალიდან მოემსახურება

2024-09-23 11:50:04

რუსთავი-თბილისის ახალი ავტობუსები მგზავრებს ხვალიდან მოემსახურება.

მგზავრების გადაყვანა ახალი მიმართულებით, სპორტის სასახლემდე მოხდება.

როგორც ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ ახალი ავტობუსების პრეზენტაციაზე განაცხადა, მგზავრების აყვანა ძველი რუსთავიდან, ქიმიკოსთა სპორტკომპლექსის მიმდებარე ტერიტორიიდან მოხდება.

ავტობუსები თბილისში ე.წ. ბასლაინებზე იმოძრავებს.

შეგახსენებთ, რომ ქალაქმა რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრების გადასაყვანად 20 მილიონ ლარად თურქული კომპანია "ოტოკარისგაბ" 70 ერთეული ავტობუსი შეიძინა.

პირველ ეტაპზე კომპანიამ ქალაქს 25 ერთეული ავტობუსი მოაწოდა, დანარჩენის მოწოდება კი ეტაპობრივად მოხდება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები