ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 66 წლის კაცი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული 9 წლის გოგონაზე ძალადობდა. დანაშაული რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა.
მომხდარის შესახებ ბავშვმა დედას გაუმხილა, რომელმაც გადამოწმების მიზნით, სახლში დარჩენილები მოულოდნელად შეამოწმა და ბაბუის მიერ მორიგი ძალადობის მცდელობისას პოლიციას გამოუძახა.
9 წლის მოზარდს შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება, მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 141-ე პრიმა მუხლით (ოჯახის წევრის მიმართ გარყვნილი ქმედება) და 151-ე მუხლით (მუქარა) არის დაწყებული.