რუსთავში 11 გველი დაიჭირეს

2024-09-09 13:36:12

რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში აგვისტოს თვეში 11 გველი დაიჭირეს.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრიდან მიაწოდეს.

ცენტრის დირექტორის, ლალი დეკანოსიძის ინფორმაციით, მათთან სულ 21 გამოძახება შევიდა, საიდანაც 11 დადასტურდა.

დაჭერილი გველების სახეობები ასე ნაწილდება: წყლის ანკარა - 2, ჩვეულებრივი ანკარა - 3, ფერადი მცურავი - 1, თითტიტველა გეკონი - 1, გველხოკერა - 4.

დეკანოსიძის ინფორმაციით, გასულ თქვეში ქვეწარმავლის მიერ დაკბენის შემთხვევა რუსთავში არ დაფიქსირებულა.

ინფორმაციისთვის, ქვეწარმავლის აღმოჩენის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე - 13 00 ან შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჯანდაცვის ცენტრს ნომერზე - 28 74 75.

ცენტრში აცხადებენ, რომ სამსახური შეტყობინებაზე რეაგირებას უწყვეტ რეჟიმში მოახდენს.