აშშ-ი, კერძოდ კალიფორნიაში ტყუპები 20 წუთის სხვაობით, სხვადასხვა წელს, თვესა და რიცხვში დაიბადნენ. ხოაკინს და აიტანას მშობლები 27 იანვარს ელოდებოდნენ, თუმცა 31 დეკემბერს ტყუპების დედა მარიანა მოულოდნელად სამშობიაროში აღმოჩნდა.
ბიჭი ახალი წლის ღამეს 23:58 წუთზე, ხოლო მისი ტყუპისცალი და 20 წუთის შემდგომ, 2018 წლის 1 იანვარს მოევლინა სამყაროს. ექიმების თქმით, ხოაკინი და აიტანა კარგად გრძნობენ თავს და დედასთან ერთად მზად არიან სახლში დაბრუნებისთვის.