გაიაფდა თუ არა რუსთავში ბინის ქირა

2024-09-05 15:06:09

რუსთავში, თბილისისგან განსხვავებით, ბინის ქირავნობის ფასები არ შეცვლილა.

როგორც "ინფო რუსთავს" უძრავი ქონების აგენტმა, ალექსანდრე ცერცვაძემ განუცხადა, ზაფხულს თან ახლდა მოლოდინი ქირის გაიაფებასთან დაკავშირებით, თუმცა, წინა წლებისგან განსხვავებით, სეზონმა ამ კუთხით ფასების ცვალებადობა ვერ გამოიწვია.

"გვეგონა, რომ ივლის-აგვისტოში, როცა ხალხი გადის ქალაქიდან, გაიაფდებოდა ქირა. ასეთ დროს, ბვერი ცვლის ხოლმე სახლს,  2-3 თვე რომ არ იხადოს გადასახადი, მაგრამ წინა წლების მსგავსი გაიაფება წელს არ მომხდარა.

თუ შევადარებთ იმ პერიოდს, როცა უკრაინის მოსახლეობა შემოვიდა, 10%-ით გაიაფდა ქირა დროის აღნიშნულ მონაკვეთთან შედარებით, იმის გამო, რომ ვინც შემოვიდა, 80% უკან გავიდა, მაგრამ ეს ფასები, რასაც ხალხი მიეჩვია, ძირითადად მაინც უცვლელი დარჩა და ცდილობენ, იმავე ღირებულებებში გააქირაონ სახლები, რაშიც აქამდე ჰქონდათ", - აცახდებს უძრავი ქონების აგენტი.

ცერცვაძის განცხადებითვე, გარემონტებული ერთოთახიანი, ავეჯით და ტექნიკით, საშუალოდ 600 ლარად ქირავდება. ფასი იმატებს და დაახლოებით, 300$-ს აღწევს, თუ ბინა ახალაშენებულ კორპუსში მდებარეობს. რაც შეეხება ყოფილ საერთო საცხოვრებლებს, აქ საცხოვრებელი ფართების ნახვა 400-450 ლარადაც შეგიძლიათ.

650-დან 800 ლარამდე მერყეობს ოროთახიან ბინის ფასი, სამოთახიანის დასაქირავებლად კი მინიმუმ 800 ლარი დაგჭირდებათ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები