2018 წლის ასტროლოგიური პროგნოზი

2018-01-01 15:40:37

ყვითელი ძაღლის წელიწადი, ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებულ ადამიანებს სხვადასხვა სიახლეებს ჰპირდება. 2018 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის ასეთი იქნება:
ვერძი 
ძაღლის წელი თქვენთვის კარდინალური ცვლილებების წელი იქნება. ეს იქნება თავისებური ზღვარი წარსულსა და მომავლს შორის. ცვლილებები კი აუცილებლად უკეთესობისკენ იქნება. 

ბიზნესი და კარიერა
მთელი წლის მანძილზე აუცილებლად გაანალიზებთ, რომ წინსვლა გარდაუვალია. ბევრი ვერძი ამ წელს სამსახურს შეიცვლის ან სულაც საკუთარ ბიზნესს გააფართოებს. თუმცა, საამისოდ აუცილებლად დაგჭირდებთ კარგი ბაზა და მოგიწევთ ბევრი ისწავლოთ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადასადგმელად. 

ფინანსები
ფული შესაძლოა სპონსორების მეშვეობით მოიზიდოთ. არ არის გამორიცხული იპოვოთ მეწილეები ბიზნესში. ზოგიერთ ვერძს ოჯახის წევრები და ნათესავებიც დაეხმარებიან ფინანსურად.

სიყვარული
სასიყვარულო ფრონტზე ივლისის თვემდე სიმშვიდეს უნდა ველოდოთ. შესაძლოა ახალი რომანების წამოწყებაც მარტოხელებისთვის. ივლისიდან სექტემბრამდე კი თქვენი ურთიერთობები, როგოც პარტნიორული ისე სასიყვარულო აუცილებლად გაივლის გამოცდას. 

კურო 
როგორც იქნა დადგა დრო, რომ შეიძინოთ მეგობრები და თქვენი ცხოვრება გაცილებით უფრო სოციალური გახადოთ. 2018 წელი თქვენთვის აქტიური კომუნიკაციის და მეგობრების წელი იქნება. 

ბიზნესი და კარიერა
მიმდინარე წელს შესაძლებელია მაღალჩინოსნებისა და თანამდებობით თქვენზე მაღლა მდგომების იმედი იქონიეთ კარიერაში. გამორიცხული არ არის, ძველბიზნეს პარტნიორებთანაც განაახლოთ ურთიერთობა ან ახალი საქმე წამოიწყოთ ისევ და ისევ მეგობრებთან ერთად. 

ფინანსები
ასტროლოგები გირჩევენ ამ წელს იურიდიულად გააფორმოთ ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ფულს და გადასახადებს ეხება. წლის მანძილზე დიდ შემოსავლებს არ უნდა ელოდოთ. თუმცა, ყველაზე მეტი სიფრთხილე ფულთან მიმართებაში წლის ბოლოს იქნება გამოსაჩენი თქვენი მხრიდან. 

სიყვარული 
წელიწადი იდეალური აღმოჩნდება პარტნიორული კუთხით. შესაძლებელია ახალ სიყვარულს შეხვდეთ ან ძველ პარტნიორთან განაახლოთ ურთიერთობა. სასიყვარულო კავშირები შესაძლოა მეგობრულ საფუძველზე დაიწყოს. დაოჯახებულ კუროებს კი არაერთი, მშვიდი და ჰარმონიული წუთის გატარება ელით თავიანთ მეორე ნახევრებთან. 

ტყუპი 
ერთ-ერთი აქტიური წელიწადი მოდის თქვენთვის კარიერული და ფინანსური კუთხით. თუმცა, შესაძლოა პირად ცხოვრებაში წარმოიქმნას გარკვეული სირთულეები ან მოგიწიოთ ამ საკითხების სამომავლოდ გადადება. 

ბიზნესი და კარიერა
წლის პირველი ნახევარი უზომოდ პროდუქტიული, აქტიური და წარმატებული იქნება. ტყუპის დიდი ნაწილი მოახერხებს ამ პერიოდში დამსახურებული წინსვლის მოპოვებას კარიერულ სარბიელზე. შესაძლებელია დაწინაურებასაც გამოჰკრათ ხელი. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიური თებერვალ-მარტის პერიოდი იქნება. 

ფინანსები 
შეიძლება ითქვას, რომ ფინანსური კუთხით მთელი წლის მანძილზე გიმართლებთ. ფული თუმც კი სტაბილურად, მაგრამ საშუალო შემოსავლებით გამომუშავდება. კოლოსალურ მოგებას ამ წელს არ უნდა ველოდოთ. სირთულეებს უნდა უფრთხილდეთ ნოემბერსა და აგვისტოში. რომელიც ძირითადად საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭების ალბათობას მოიტანს. 

სიყვარული 
სასიყვარულო ფრონტზე ტყუპის დიდ ნაწილს 2018 წელს ნაკლებად ელის თავბრუდამხვევი რომანები ან ვნებათაღელვა. ოჯახური ცხოვრება უკვე დაქორწინებულების შემთხვევაში მშვიდად მიედინება. ერთადერთი გამონაკლისი ის ტყუპი იქნებიან, ვინც წინააღმდეგი არ არის თავს უფლება მისცეს და გაბედოს სამსახურეობრივი რომანის წამოწყება. 

კირჩხიბი 

2018 წლის მთავარი მონაპოვარი - თავისუფლების შეგრძნება იქნება. თქვენთვის მრავალმხრივი შესაძლებლობები ჩნდება როგორც პირად, ისე სასიყვარულო სპექტრში, რაც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. 

ბიზნესი და კარიერა 
კირჩხიბების დიდ ნაწილს საკუთარი საქმიანობის გაფართოების ან უკეთეს სამსახურში გადასვლის რეალური შესაძლებლობა მიეცემა ძაღლის წელიწადში. განსაკუთრებით მომგებიანია უცხოელებთან თანამშრომლობა, მოსალოდნელია არაერთი ვიზიტი უცხოეთში და ზოგადად ხშირი გადაადგილებები საქმიანი კუთხით. 

ფინანსები 
ფინანსური კუთხით 2018 წელი საკმაოდ წარმატებული იქნება. წლის დასაწყისსა და მიწურულში მოსალოდნელია მსხვილი კაპიტალდაბანდებები და შემოსავლის ზრდა. თუმცა ზაფხულის პერიოდში არსებობს იმის ალბათობა, რომ გაუთვალისწინებელი ხარჯების წინაშე აღმოჩნდეთ ბიზნესის ან ოჯახთან დაკავშირებული საქმეების გამო. 

სიყვარული 
სასიყვარულო ფრონტზე ამ წელს განსაკუთრებით უმართლებთ მარტოხელა კირჩხიბებს. მათ ცხოვრებაში რეალურად გამოჩნდება ადამიანი, ვისთანაც შესაძლებელია მსუბუქი ურთიერთობების წამოწყება, ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე. შესაძლოა რომანი უცხოელთან ან სხვა ქალაქში მცხოვრებ ადამიანთან. უკვე დაოჯახებულებს კი ურთიერთობების გამყარებაში ერთობლივი მოგზაურობა დაეხმარება.

ლომი 
ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები 2018 წელს აქტიურები და ენერგიულები იქნებიან. უნდა გახსოვდეთ, რომ ძაღლის წელს თქვენთვის წინსვლის და კარდინალური ცვლილებების აუცილებლობა მოაქვს. თუმცა, რისკებიც დიდი იქნება. 

ბიზნესი და კარიერა 
წლის დასაწყისში წარმატება გელით პროფესიულ სარბიელზე, შესაძლოა მოიპოვოთ საყოველთაო აღიარება და პოპულარობა. თუმცა აუცილებელია სიფრთხილით მოეკიდოთ საეჭვო გარიგებებს და ცდუნებას მარტივი გზებით გახდეთ სიტუაციის ბატონ-პატრონი. არსებობს იმის ალბათობაც, რომ რისკმა არ გაამართლოს და ერთი შეხედვით პერსპექტიული საქმე წამგებიანი აღმოჩნდეს.

ფინანსები 
ასტროლოგები გირჩევენ ამ წელს დიდი სიფრთხილითა და წინდახედულებით ხარჯოთ ფული. აუცილებელია ნაკლებად აჰყვეთ დიდი ფულის, იოლი გზებით შოვნის მაცდუნებელ წინადადებას, რომელიც წლის პირველ ნახევარში აუცილებლად იქნება.