რუსთავის ცენტრალური ხიდიდან კაცმა გადახტომა სცადა და გამვლელმა გადაარჩინა. [ვიდეო/video]
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, 25 წლამდე კაცი მოაჯირიზე იყო გადასული და გადახტომას აპირებდა.
"მანქანით მოვდიოდით და დავინახეთ. ჩემმა მეგობარმაც შეამჩნია და თქვა, მეჩვენება, თუ ვიღაც თავს იკლავსო. ვიღაც კაცი იდგა და ელაპარაკებოდა. ჩვენც, რომ მივედით ძალიან აგრესიული იყო. ბიჭებმა გადმოათრიეს და დავრეკე 112-ზე",- განგვიცხადა თვითმხილველმა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.