ფონიჭალაში მოკლული 25 წლამდე მამაკაცი რუსთაველია. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" გარდაცვლილის ახლობლებმა მიაწოდეს.
მათი ცნობით, ახალგაზრდა კაცი რუსთავში ცხოვრობდა და საქმიანობდა.
შეგახსენებთ, სისხლიანი დაპირისპირება ფონიჭალაში გუშინ, 23 აგვისტოს მოხდა.
ახალგაზრდას სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე სამი პირია დაკავებული.
მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით 108-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.