თბილისი-რუსთავის ავტობანის პროექტირების ტენდერი დასრულდა

2024-08-19 11:43:19

თბილისი-რუსთავის ავტობანის პროექტირების ტენდერი დასრულდა.

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ივნისში გამოცხადებული ტენდერი, რომლითაც თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) ს-4 საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მე-2- მონაკვეთის(მარნეულის გადასახვევიდან ფონიჭალამდე) მშენებლობა/მოდერნიზაციისათვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემდგენ კომპანიას ეძებდა, კომპანია შპს „კოკს კონსალტისის" საქართველოს ფილიალმა მოიგო.

ტენდერის მიხედვით კომპანია ავტობანის დასასრულებელ პროექტს 3 165 000 ლარად მოამზადებს.

ახლა მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება.

ტენდერის პირობების თანახმად, „კოკს კონსალტის“ საქართველოს ფილიალმა ანალიზისა და მულტიფუნქციური შედარების საფუძველზე უნდა მოამზადოს ცემენტი ბეტონის საფარიანი, 4 ზოლიანი, განათების თანამედროვე სისტემით, კომუნიკაციებით, საგზაო უსაფრთხოების ყველა საჭირო ელემენტით აღჭურვილ საავტომობილო გზის დეტალური პროექტი, შესაბამისი გარემოსდაცვითი დოკუმენტაციით.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები