ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]

2024-08-15 18:37:11

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [ვოდეო/video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, კოსტავას გამზირზე ერთმანეთს "ჰონდას" და "აუდის" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

ავარიის შედეგად 30 წლამდე კაცი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. პაციენტს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.