გრეპლინგის ღია ჩემპიონატი (ფოტოები)

2016-12-18 16:06:24

რუსთავის ქიმიკოსთა სპორტულ კომპლექსში გრეპლინგის ღია ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც ქართველი და აზერბაიჯანელი სპორტსმენები ასპარეზობდნენ.  შეჯიბრება 37 სხვადასხვა წონით კატეგორიაში ჩატარდება. ჩემპიონატის ბოლოს სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლენილი გამარჯვებულები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ, აბსოლუტურ ჩემპიონს კი ქვემო ქართლის გუბერნატორმა სპეციალურ თასი გადასცა. აღნიშნული ჩემპიონატი საქართველოს გრეპლინგის ფედერაციის ინიციატივითა და ქვემო ქართლის გუბერნატორის მხარდაჭერით უკვე მეორე წელია ტარდება და მიზნად  გრეპლინგის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ისახავს.