თბილისში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და „მილანის“ ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება
თბილისში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და იტალიური „მილანის“ ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს
„საჩუქარი ფეხბურთის გულშემატკივარს. 21 სექტემბერს, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრებისა და მილანის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, თბილისის მერიის ინფორმაციით, ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობას „მილანის" ძველი თაობის ფეხბურთელები: კაკა, რივალდო, სერჟინიო, ზეედორფი, კაფუ და სხვები მიიღებენ. საქართველოს ნაკრების მწვრთნელი თემურ ქეცბაია იქნება. ასევე, თამაშში მონაწილეობას თბილისის მერთან კახა კალაძესთან ერთად, სხვა ქართველი ლეგენდარული ფეხბურთელები მიიღებენ.