ავარია მოხდა ცოტა ხნის წინ ბობოყვათში.
როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და მართვის სამსახურში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, დაშავებულია 9 ადამიანი.
შემთხვევის შედეგად მგზავრებმა მსუბუქი დაზიანება მიიღეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.