ურეკში ზღვაში 60 წლამდე კაცი დაიხრჩო.
თვითმხილველების თქმით, კაცს, რომელიც ადგილობრივი იყო, ზღვაში შესვლის შემდეგ გული გაუჩერდა.
ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული, ცხედარი ბათუმის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.