რუსთავში თითქმის ყველა კორპუსის ეზოში შეხვდებით ავტოფარეხებს, შემოღობილ ტერიტორიებს.
ასევე შეხვდებით ავტოფარეხებს, რომელსაც მოსახლეობის ნაწილი ავტომობილის დასაპარკინგებლად არ იყენებს და კონსტრუქცია წლობით გამოუყენებელია.
გამოუყენებელი ფარეხების ნაცვლად მოსახლეობას შეუძლია საბავშვო სივრცე ან თუნდაც საპარკინგე ადგილი მოაწყოს.
ამისთვის მოსახლეობამ კონკრეტული ადგილი უნდა დაასურათოს და განცხადებით მიმართოს მერიას.
როგორც "ინფო რუსთავს" მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელმა ბაჩო ხაჩიძემ განუცხადა, მსგავსი სიტუაცია არის მე-14 მიკრორაიონის რამდენიმე კორპუსის მიმდებარედ. ამ კორპუსებში მცხოვრებლებმა მიმართეს მერიას და ფარეხების სანაცვლოს საბავშვო სივრცე მოეწყობა.
"წერილობით მოიწერონ მერიაში. დაასურათონ და შემდეგ ვნახავ რა შეიძლება გაკეთდეს. ე.წ. პე ბინა რომ არის, მანდაც იგივე სიტუაცია გქვონდა და ვაკეთებთ სკვერს