2024-07-13 19:19:58
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მოპედით მიმავალ კურიერს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს და წერს, რომ დაშავებული კურიერი კლინიკაში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.