ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა.
რუსთავის სავალუტო ჯიხურებში 1 ამერიკულ დოლარს 2.72 ლარად შეიძენთ.
ხოლო 1 დოლარს 2.70 ლარად გაყიდით.
მონაცემები გამოაქვეყნა საქართველოს ეროვნულმა ბანკმაც.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 11 ივლისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7488 ლარი ეღირება, ევრო – 2.9748 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5215 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7511 ლარი ღირდა, ევრო – 2.9783 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5266 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 11 ივლისს ამოქმედდება.