ფოთში, ნაბადის უბანში, მდინარე რიონთან ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს.
ცხედარი ადგილობრივმა მცხოვრებმა ნახა და შესაბამის უწყებას აცნობა. გარდაცვლილის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
ცხედრის პოვნა საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" დაუდასტურეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც.
ადგილზე იმყოფება პოლიცია. ცხედარს ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.