სინოპტიკოსების პროგნოზი

2024-07-03 12:59:40


 7 ივლისამდე მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. 4 ივლისს დასავლეთ, ხოლო 5-6 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +33, +38 გრადუსამდე მოიმატებს.
 ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 4 ივლისს დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 5-6 ივლისს +36, +38 გრადუსამდე მოიმატებს.
 სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 4 ივლისს ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31,+33 გრადუსი იქნება. 5 ივლისს დღის ბოლოს და 6 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსამდე დაიკლებს.