20 ივნისიდან 22 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).