რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე მოძრავი ავტომობილიდან 20 წლის გოგო გადმოხტა. [ვიდეო/video]
გოგო ავტომობილში ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა.
როფორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების განყოფილების ექიმმა, ლალი ღირსიაშვილმა განუცხადა, პაციენტს ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება.
მისი თქმით, პაციენტს დაზიანებები აქვს თავისა და ზედა კიდურების არეში, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად ფასდება.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.