რუსთავში კაცმა ცოლს სცემა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ძველ რუსთავში, 40 წლამდე ქმარსა და მის თანატოლ ცოლს შორის კამათი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ფიზიკური ანგარიშწორებით დასრულდა.
ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია.
არსებული ინფორმაციით კაცი ბრალდებულის სახით დააკავეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.