ევროპის ჩემპიონატის ღია ჩვენება რუსთავში

2024-06-14 13:45:01

დღეიდან ევროპის ჩემპიონატი იწყება, რომლის ღია ჩვენებაც რუსთავის ცენტრალურ პარკში მოეწყობა.

ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დამონტაჟებულია დიდი ეკრანი.

"ოქსიგენ ფესტის" სივრცეში, ეკრანის მიმდებარედ მოეწყო მოსასვენებელი სივრცეები, გულშემატკივარს ადგილზე დახვდება კვებისა და ლუდის კუთხეებიც.

ინფორმაციისთვის, ფეხბურტში ევროპის ჩემპიონატი გერმანიის და შოტლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრით გაიხსნება, რომელიც მიუნხენში გაიმართება. ნახევარფინალები მიუნხენში და დორტმუნდში ჩატარდება, ხოლო ფინალი - ბერლინში.

საქართველოს ნაკრები ევროპის საფეხბურთო პირველობაზე 18 ივნისს თურქეთს, 22 ივნისს ჩეხეთს და 26 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება. საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიაში უკვე ჩავიდა. ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრები მსგავსი დონის ტურნირში პირველად მონაწილეობს.