სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რუსთავში [video]

2024-06-11 23:34:09

რუსთავში, მესხიშვილის გამზირზე ხმაური იყო. [ვიდეო/video]

სიტყვიერი დაპირისპირებაში, რომელიც შემდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა, 20-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

სამართალდამცავების გამოჩენას დაპირისპირებაში მონაწილე პირების გაღიზიანება მოყვა.

რამდენიმე ადამიანმა პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის 2 ადამიანი დააკავეს.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები