რუსთაველი ძალოსანი მალხაზ გაბისკირია აბსოლუტური ჩემპიონი გახდა.
თბილისში ძალისმიერ სპორტში ლევან გალდავას სახელობის ტურნირი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა რუსთაველმა სპორტსმენმაც მიიღო.
47 წლის მალხაზ გაბისკირიამ მკაცრი წესით შტანგით ამოწევაში პირველ ცდაზე 100 კგ აწია, მეორეზე 105, ხოლო მესამეზე 110 და საქართველოს აბსოლუტური რეკორდი დაამყარა.
115 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გაბისკირიამ ტურნირზე ოქროს მედალი და აბოსოლუტური ჩემპიონობა მოიპოვა.