რუსთავში რამდენიმე მისამართზე სანიაღვრე ქსელი და გზები მოეწყობა

2024-06-09 15:08:30

რუსთავში რამდენიმე მისამართზე სანიაღვრე ქსელი და გზები მოეწყობა.

შესაბამისი სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის მოსაძიებლად რუსთავის მერიამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერზე თანდართული დოკუმენტების მიხედვით, სანიაღვრე და გზა მოეწყობა გაგარინისა და ლომოური-ახმეტელის ქუჩებზე, ტროტუარებისა და სარინერის მოწყობა იგეგმება მე-12 მიკრორაიონის N9-სთან. ამავე ტენდერით იგეგმება გაგარინის ქუჩაზე სოციალური საცხოვრისის შენობაში ფეხით მოსიარულეთა კიბის გაკეთება.

აღნიშნული სამუშაოების შესრულებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 866 726 ლარია გამოყოფილი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები