რუსთავში, მეგობრობის გამზირზე იუსტიციის სახლი დროებით არ იმუშავებს

2024-06-09 11:56:16

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე არსებული იუსტიციის სახლის ფილიალი 10 ივნისიდან დროებით არ უმუშავებს.

ამის შესახებ განცხადებას იუსტიციის სახლი ავრცელებს. მათი ცნობით, ცენტრალურ გამზირზე არსებულ ფილიალში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, რის გამოც მოქალაქეები სერვის მიღებას დროებით ფილიალში შეძლებენ.

"იუსტიციის სახლის რუსთავის ფილიალში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. 

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, 10 ივნისიდან მომხმარებელთათვის სერვისის უწყვეტად მიწოდების მიზნით იუსტიციის სახლის დროებითი ფილიალი ამოქმედდება.
სერვისების მისაღებად მომხმარებლებმა უნდა მიმართონ დროებით ფილიალს მისამართზე: დავით აღმაშენებლის გამზირი №89 („რუსთავი მოლის“ შენობა).

დროებითი ფილიალი მოქალაქეებს ყოველ სამუშაო დღეს 09:00-საათიდან 18:00 საათამდე მოემსახურება.

რუსთავში, მეგობრობის გამზირის №29-ში მდებარე ფილიალი სარეაბილიტაციო სამუშაოების  მიმდინარეობისას არ იმუშავებს",- ნათქვამია განცხადებაში.