იცოდი? - რომელი დიდი ქართველი მეფეების მონეტებია აღმოჩენილი რუსთავში.
რუსთავში მე-4 საუკუნიდან მე-13 საუკუნემდე, სანამ მონღოლები გაანადგურებდნენ, რომ აქტიური დასახლება იყო ამაზე "იცოდის" არაერთ ნაწილში გვისაუბრია.
მოგიყევით ასევე იმაზეც, რომ ქალაქში, მისი საერთასორისო მნიშვნელობის მდებარეობის გამო, განვითარებული იყო ვაჭრობა, რაც თავისთავად ფულის ბრუნვას უწყობს ხელს. ისტორიული რუბრიკის "იცოდის" ამ ნაწილში, მოგიყვებით, რომელი დიდი ქართველი მეეფეების მონეტებია აღმოჩენილი სხვადასხვა აქრეოლოგიური გათხრის დროს.
ყველაზე ადრეული ხანის მონეტა, რაც ჯერ-ჯერობით რუსთავში აღმოუჩენიათ დემეტრე I-ის 1125-1131 წლებში მოჭრილი სპილენძის მონეტაა.
რუსთავში ასევე ნაპოვნია, გიორგი მე-3-ის 1156-1160 წლებში მოჭრილი სპილენძის მონეტა.
1187 წელს მოჭრილი თამარ მეფის სპილენძის მონეტები
თამარისა და მისი მეუღლის, დავით სოსლანის 1200 წელს მოჭრილი სპილენძის მონეტა
ლაშა-გიორგის 1210 წელს მოჭრილი სპილენძის მონეტები
რუსუდან მეფის 1127 წელს მოჭრილი სპილენძის მონეტა
ასევე რუსუდან მეფი, ოღონდ 1230 წელს მოჭრილი ვერცხლის მონეტა
დავით მე-8-სა და ყაზან ყაენის ვერცხლის მონეტა
ფოტოები აღებულია წიგნიდან "რუსთავის ისტორიის გზამკვლევი 2013"