რუსთავის 5 საჯარო სკოლას კომპიუტერები და პრინტერები გადაეცა

2024-06-05 19:32:46

რუსთავის 5 საჯარო სკოლას კომპიუტერები და პრინტერები გადაეცა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ხეჩიკაშვილმა განუცხადა ახალი კომპიუტერები და პრინტერები მე-7, მე-17, მე-18, 21-ე და 26-ე სკოლებს გადაეცათ.

მისი თქმით, კომპიუტერული ტექნიკა სკოლებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ საავტორიზაციო სკოლებს პროგრამა ,,საქართველოს ადამიანური კაპიტალის განვითარების“ ფარგლებში გადაეცათ.

ახალი ტექნიკა სკოლების ციფრული კომპეტენციის განვითარებასა და შესაბამისად ავტორიზაციის პროცესის წარმატებით გავლას ემსახურება.