2024-06-05 17:56:17
რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს თბილისი-რუსთავი სამგზავრო მიკროავტობუსი და ტაქსი შეეჯახა.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.