რუსთაველი მოკრივე შალვა მიგრიაული საქართველოს ჩემპიონი გახდა.
კრივის ჩემპიონატი, რომელშიც ქვეყნის მასშტაბით 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, თვილისში ჩატარდა.
ზურაბ ჩიტრიკაშვილის გაწვრთნილი 13 წლის რუსთაველი სპორტსმენი მძიმე წონით კატეგორიაში, 75+-ში მონაწილეობდა.
მიგრიაულმა ფინალურ შეხვედრაში მეტოქე დაამარცა და ოქროს მედლის მფლობელი და სტიპენდიანტი გახდა.