როგორია რუსთავში მე-5 სართულიდან გადმოვარდნილი გოგოს მდგომარეობა

2024-06-04 17:50:58

რუსთავში მე-5 სართულიდან გადმოვარდნილი 17 წლის გოგო ისევ რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

როგორც "კლინიკა რუსთავში" საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადეს, პაციენტს მდომარეობა შედარებით დასტაბილურდა და გაუკეთდება ოპერაცია.

"პაციენტი კვლავ რეანიმაციაშია, თუმცა შედარებით სტაბილურია და დღე უკეთდება ოპერაცია", - აცხადებენ სამედიცინო დაწესებულებაში.

შეგახსენებთ, რომ 31 მაისს, 21-ე მიკრორაინში საცხოვრებელი კორპუსიდან გოგო გადმოვარდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები