რუსთავში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მაისის თვეში მონიტორინგის დროს 80 ობიექტი შეამოწმა.
როგორც "ინფო რუსთავს" სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა განუცხადა, გასულ თვეში დოკუმენტურად შემოწმდა 6 ობიექტი, ნიმუშის აღება მოხდა 12 ობიექტზე, ხოლო ჯარიმა არცერთ ობიექტში არ დაწერილა.
ჯამში, ქვემო ქართლში, ინსპექტირება 158 ობიექტში ჩატარდა, დოკუმენტური შემოწმება 34-ში, ნიმუშის აღება მოხდა 18-დან, ხოლო დაჯარიმდა 4 ობიექტი.
ცნობისთვის, კრიტიკული შეუსაბამობა არის შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომელიც არის კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებითი შეჩერების საფუძველი მანამ, სანამ ასეთი სახის შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.