რუსთავში მარჯანიშვილისა და კლდიაშვილის კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, თავდაპირველად ერთმანეთს “ნისანისა” და “ჰონდას” მარკის ავტომობილები შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი ინერციით გაჩერებულ ავტომობილებს დაეჯახა. შემთხვევის დროს ორი ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.
ავარიაში სულ 5 ავტომობილი ფიგურირებს.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.