"განზრახ დაზიანებული ლიფტის აღდგენა, არ მოხდება ქალაქის ბიუჯეტის ხარჯზე" [photo]

2024-05-31 13:27:42

ვანდალიზმის ფაქტი რუსთავში.

მეგობრობის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში, ახლადრეაბილიტირებული ლიფტი დააზიანეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, რუსთავის მერია განცხადებას ავრცელებს:

"ასე გამოიყურება მეგობრობის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, 2022 წელს დაყენებული ახალი ლიფტი დღეს. ახალი ლიფტების პროექტში, რუსთავში, ქალაქის და ცენტრალური ბიუჯეტიდან, 12 000 000 ლარამდე თანხაა დახარჯული!

ახალი ლიფტის შეძენა და დამონტაჟება სრულად ფინანსდება  ბიუჯეტიდან.

ლიფტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკუთრება ხდება და მისი მოვლა-პატრონობა, ამხანაგობის წევრების- კორპუსის მოსახლეობის ვალდებულებაა.

განზრახ დაზიანებული ლიფტის აღდგენა, არ მოხდება ქალაქის ბიუჯეტის ხარჯზე.

ვანდალიზმის შესახებ ინფორმაცია მიწოდებულია სამართალდამცავი ორგანოებისთვის.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, გაუფრთხილდნენ და ნუ დააზიანებენ ქალაქის და საკუთარ ქონებას!

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ლიფტი  რომელიც ქალაქს 50 000 ლარი დაუჯდა, მათი საკუთრებაა და მის აღსადგენად ქალაქის ბიუჯეტიდან თანხა აღარ გამოიყოფა." - ნათქვამია განცხადებაში.