ჯივიპი რუსთავში, მეგობრობის გამზირზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციას ასრულებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ქალაქ რუსთავში, მეგობრობის გამზირზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციას ასრულებს და ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 31 მაისს 15:00 საათიდან 01 ივნისის დილის 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ქალაქ რუსთავში: ახმეტელის ქუჩას, მელიქიშვილისა და ლომოურის ქუჩებს გასასვლელებით, თოდრიას ქუჩას ჩიხებით; მეგობრობის გამზირის ნაწილს და I, II გასასვლელს, კლდიაშილისა და ფალიაშვილის ქუჩების ნაწილს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.