სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 მაისს 02:00-დან 02:40 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში შარტავას, ლეონიძის, მეგობრონის, ლებანიძის, თოდრიას და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს; 02:40-დან 03:20 საათამდე აბონენტებს ტაშკენტის, შარტავას, ლომოურის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს;
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.